Saturday, October 3, 2009

პრეექტის გეგმა

პროექტის სახელი:

გაუფრთხილდი ბუნებას

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის მიზანია გადაშენებულ ან გადაშენების გზის პირას მდგომ ინდივიდთა (ძუძუმწოვრები, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიები, თევზები) პრობლემის დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.

პროექტის სრული აღწერა:

ამ პროექტის მიზანია გადაშენებულ ან გადაშენების გზის პირას მდგომ ინდივიდთა (ძუძუმწოვრები, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიები, თევზები) პრობლემის დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.) პრობლემის დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.

1. მოსწავლეები დაყოფილია 5 ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას გადაშენებულ და გადაშენების გზის პირას მდგომ ინდივიდთა შესახებ. (I ჯგუფი - ძუძუმწოვრებზე, II ჯგუფი -ფრინველებზე, III ჯგუფი -ქვეწარმავლებზე, IV ჯგუფი -ამფიბიებზე, V ჯგუფი -თევზებზე)
ინფორმაციის მოძიება ხდება ბიბლიოთეკებში, ინტერნეტში, იღებენ ინტერვიუებს.

2.ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას, სადაც მოცემული იქნება პრობლემის გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები.

3. მოსწავლეები წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას ფოტომასალის, ტექსტის და ინდივიდთა გადაშენების სტატისტიკას წლების მიხედვით (დიაგრამებს).

4. შემდეგ ეტაპზე
  • ქმნიან პრეზენტაციებს (კომპიუტერული პროგრამა Power Point - ში) გადაშენებული და გადაშენების გზის პირას მდგომ ინდივიდებზე (მუშაობენ ჯგუფურად), პრეზენტაციაში მოცემულია სურათები, ინფორმაცია კონკრეტულ ინდივიდებზე, სტატისტიკური მონაცემები დიაგრამბის სახით და მოსალოდნელი საფრთხე.
  • კომპიუტერში აწყობენ სააგიტაციო ბუკლეტს "გაუფრთხილდი ბუნებას", სადაც მოცემულია გადაშენების გზის პირას მდგომი სახეობები, სტატისტიკური მონაცემი და მოსალოდნელი საფრთხე (მუშაობენ ჯგუფურად). გამოცემულ ბუკლეტს ავრცელებენ სკოლის მოსწავლეებს შორის.
4. ბოლოს ბავშვები ერთობლივად აწყობენ გამოფენას და პრეზენტაციას, სადაც ყოველი ჯგუფი წარადგენს მათ მიერ:
  • მოძიებული სურათებს
  • შექმნილი პრეზენტაციებს
  • გამოშვებული ბუკლეტს
გამოფენაზე ასევე წარდგენილი იქნება მათ მიერ აწყობილი პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია პროქტის დროს შესრულებული მუშაობის ეტაპები.

მონაწილეთა ასაკი: 13 - 14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

პროექტის შესაძლო აქივობები კლასში:
  • მასალის მოძიება (ისტ-ის საშუალებით, ბიბლიოთეკებში, ინტერვიუ)
  • პრეზენცაიის შექმნა
  • ბუკლეტის გამოცემა
  • გმოფენის და პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება, შეიქმნას:

გამოფენა, პრეზენტაციები, ბუკლეტები

სარგებელი სხვებისთვის

გარშემომყოფთათვის სახეობების გადაშენების შედეგად გამოწვეული ცვლილებების და მათი დაცვის აუცილებლობის დანახვა. საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ბუნ. VII.2.
  • აგროვებს ინფორმაციას სახეობების მრავალფეროვნების და რიცხობრიობის შესახებ (მაგ. საქართველოს ბიმრავალფეროვნება), ადარებს ადრეულ და თანამედროვე მდგომარეობას და მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის ან დიაგრამის სახით.
  • იყენებსშესაფერის ტერმინებს ლოკალური გარემოს ბიომრავალფეროვნების ასაღწერად.
  • ადგილობრივი სახეობების შესახებ აგროვებს ინფორმაციას მათი მნიშვნელობის და გარემოზე ზეგავლენის შესახებ, წარადგენს ნამუშევრებს.
პროექტის ფასილიტატორი:

მაია ჩხაიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

chkhaidzemaia@gmail.com

პროექტის ბლოგი:

http://maiachkhaidze.blogspot.com/